კომუნიკაციების მენეჯერი

აღწერა

კომუნიკაციების მენეჯერი კომპანიის შესახებ: საგზაო სამშენებლო კომპანია "ჯეუ გრუპი" დაარსდა 2008 წელს. 16 წლიანი ოპერირების პერიოდში კომპანიას საქართველოს მასშტაბით შესრულებული აქვს 100 მეტი წარმატებული სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტი. დღეს ჯგუფი აერთიანებს საგზაო სამშენებლო, საგზაო სამშენებლო მასალების წარმოების და სატრანსპორტო მომსახურების მიმართულებებს. თანამედროვე საწარმოო ხაზები და სამშენებლო ტექნიკა, უახლესი სამშენებლო სტანდარტები და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი ჯეუ გრუპის სავიზიტო ბარათია. სამუშაო პირობები: ** სახელფასო რეინჯი - 1500-2000 ლარი ** სამუშაო საათები - 10:00-19:00 სთ ** ადგილმდებარეობა - თბილისი. ძირითადი მოვალეობები: ** კომუნიკაციის გეგმის და სტრატეგიის განვითარება კომერციულ დირექტორთან ერთად; ** სარეკლამო და საკომუნიკაციო კამპანიების მენეჯმენტი; ** ფოტო-ვიდეო გადაღებების მენეჯმენტი; ** შიდა საკომუნიკაციო არხების აწყობა, გამართვა და მართვა; ** კომპანიის სიახლეების შესახებ თანამშრომლებისათვის ინფორმაციის მიწოდების ფორმატის მოფიქრება, დანერგვა და მართვა; ** პრეს რელიზების მომზადება და გავრცელება მედია-საშუალებებში; ** კომპანიის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მართვა; ** საკომუნიკაციო მეტრიკის და უკუკავშირის მონიტორინგი/ანალიზი, მარკეტინგის მიერ განხორციელებული საკომუნიკაციო სტრატეგიის ეფექტურობის შესაფასებლად და სამომავლო აქტივობების დასაგეგმად. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობის ან მარკეტინგის მიმართულებით. ** სავალდებულოა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება. ** ძლიერი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი. ** ციფრული არხების მართვის გამოცდილება. ** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა. ** Microsoft პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა. ჩვენ გთავაზობთ: ** ბონუსი ** ჯანმრთელობის დაზღვევას ** ულიმიტო სასაუბრო დროს ** კორპორატიული ფასდაკლების ბარათებს ** სწავლის დაფინანსებას ** მეგობრულ და გამოწვევებით სავსე სამუშაო გარემოს. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა არის 2024 წლის 20 მაისი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

შესყიდვების სპეციალისტი
რუსთავოილი
თბილისი დედლაინი: 3 კვირაში

ოფისის მენეჯერი
ჯეოსტარი
თბილისი 1000₾ დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ჯეუ გრუპი
დედლაინი
2 კვირაში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო